LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა

98
unnamed

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა-ქალაქებს შორის ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ.

მძღოლმაც და მგზავრმაც ტრანსპორტირების დროს, პირბადე უნდა ატარონ.

ამასთან, კომპანიებს ევალებათ მძღოლსა და მგზავრებს შორის ბარიერი მოაწყონ. ტრანსპორტის სალონი მუდმივად უნდა ნიავდებოდეს და პარალელურად ტარდებოდეს დეზინფექცია.

დიდუბეში, ავტოსადაგურ „ოკრიბაში“ მისულ მგზავრებს გამგზავრებამდე დეზინფექციის გასავლელად სპეციალურად მოწყობილ კაბინაში გავლა და თერმოსკრინინგის შემოწმება უწევთ.

შეგახსენებთ, საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება 24 მარტიდან შეიზღუდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები