საქართველო ხვალიდან ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ერთი კვირა უდიდესი სპორტული მოვლენა ჩვენს დედაქალაქში ჩატარდება. გულშემატკივრები მოუთმენლად ველოდებით მსაჯის პირველ სასტვენს და საქართველოს ნაკრების წარმატებულ თამაშს.
ევრობასკეტთან დაკავშირებით დღეიდან, 31 აგვისტოდან რიყის პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ფანზონა, სადაც ევრობასკეტის დღეებში, გულშემატკივრებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ მატჩების ყურება და საქართველოს ქომაგობა.
ფანზონაში იქნება სხვადსხვა სივრცეები. მოეწყობა ქართული კალათბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ისტორიის ხეივანი, 3×3 საკალათბურთო მოედანი, ეროვნული ნაკრების ფან-შოპი, სპონსორების, კვების, ბავშვთა გასართობი და ელექტრონული თამაშების კუთხეები.
დაიბრენდა საჰაერო ბუშტი, ასევე რიყის პარკში განთავსდება გიგანტური ჰეშთეგი, ევრობასკეტთან ასოცირებულ ფერებში განათდება თბილისის ანძა, მშვიდობის ხიდი და ეშმაკის ბორბალი.
საქართველოში ევრობასკეტი სპეციალური პროგრამითა და კონცერტით, ოფიციალურად ფანზონაში.
ფანზონაში ასევე წარმოდგენილი იქნება ევრობასკეტის ოფიციალური თილისმა „DJ Bounce”.
ევრობასკეტის გახსნის ცერემონიალი რიყის პარკში, 21:30 საათზე დაიწყება. ღონისძიების პირდაპირ ეთერს საქართველოს პირველი არხი განახორციელებს.