LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან, პუტინმა რუსეთიდან ფულადი გზავნილების განხორციელება შეზღუდა

381
51a8eb43-b0b9-4c16-9ed0-ea1950e6d1da

ვლადიმერ პუტინმა დღეიდან, რუსეთის ყველა რეზიდენტს უცხოური ვალუტის საზღვარგარეთ გადარიცხვა აუკრძალა, მათ შორის უცხოური სესხის მომსახურებისთვის. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ პუტინის ეს ნაბიჯი პასუხია აშშ-ისა და ევროპის სანქციებზე, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა.

პუტინის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, 1-ლი მარტიდან აკრძალულ ტრანზაქციებს შორისაა: სავალუტო ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, რეზიდენტების მიერ უცხოური ვალუტის გაცემასთან არარეზიდენტებისთვის; ასევე ფულადი გზავნილების განხორციელება საბანკო ანგარიშის გახსნის გარეშე, გადახდის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფილია უცხოური გადახდის სერვისების პროვაიდერების მიერ.

ამასთან, რუსული აქტივებიდან უცხოელი ინვესტორების გასვლაც შეიზღუდება. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა განაცხადა. მისი თქმით, უცხოელი ინვესტორებისთვის აღნიშნული დროებითი შეზღუდვის შემოღების შესახებ პრეზიდენტის ბრძანების პროექტი მზადდება. რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ის ინვესტორები, რომლებიც რუსეთში ბიზნესის გაგრძელების გადაწყვეტილებას მიიღებენ, სანქციების ზეგავლენის შემცირების შემდეგ მოგებულნი დარჩებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები