დღეიდან კოვიდრეგულაციები მსუბუქდება – პირბადის გამოყენება სავალდებულო რჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა:
“ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება დატოვებული მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
სხვა დანარჩენი რეგულაციები დღეიდან მოიხსნება”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, კოვიდის მიმართულებით სტაბილური და შვიდი მდგომარეობაა, რაც საშუალებას იძლევა შემსუბუქდეს რეგულაციები.