დღეიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება. წამყვანი მასწავლებელი სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში 700 ლარს აიღებს, ხოლო მენტორი – 1 000 ლარს აიღებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებებამდე წამყვანი მასწავლებლის დანამატი 500, ხოლო მენტორის – 700 ლარი იყო.
სამინისტროს მიერ მომზადებული სქემა პედაგოგებს საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდნენ და, შესაბამისად, უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღონ.