დღეიდან, 20 სექტემბრამდე, ღვინის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს:
”აღნიშნულ მისამართზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მიმდინარეობს ქვაფენილის რეაბილიტაცია.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.