აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად დღეიდან სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონების სოფლებში შეწამვლა იწყება.
ტერიტორიები დილის 7 საათიდან თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, შეწამვლის დასრულებამდე სკებიდან ფუტკარი არ გამოუშვან.