LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ჩვენი საახალწლო, ჯადოსნური სოფელი ფუნქციონირებს – კალაძე

48428721_1135473879947304_2996240198678872064_n

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან თოვლის ბაბუასა და სანტა კლაუსს დახვდნენ. საზეიმო ვითარებას დედაქალაქის მერიც დაესწრო. მისი თქმით, საშობაო სოფელში კარვები განთავსდება, სადაც ადგილზე მისულ პატარებს მიიღებენ. სანტა კლაუსთან ფოტოს გადაღება მსურველებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ.

“დღეიდან ჩვენი საახალწლო, ჯადოსნური სოფელი ფუნქციონირებს, ვიხილეთ თოვლის ბაბუას შემობრძანება, სანტა კლაუსის ჩამობრძანება. მას ჩვენ ავუშენეთ სპეციალური სახლი, სადაც იქნება განთავსებული და მოსულ პატარებს ექნებათ შესაძლებლობა , როგორც თოვლის ბაბუასთან , ასევე სანტა კლაუსთან გადაიღონ ფოტოები”- აღნიშნა თბილისის მერმა

ამასთან, კახა კალაძემ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავა – “თოვლის ბაბუა მელოდება, რა დროს შეფასებაა, იმხიარულეთ” – თქვა მერმა.

შეგახსენებთ, საახალწლო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე დღეს დილიდან გაიხსნა და 13 იანვრის ჩათვლით ღია ცის ქვეშ საახალწლო და საშობაო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები გაიმართება.

 

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/592234831212464/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები