LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდება: რა გაკეთდა და როგორ მოხდება აღსრულება

152
inclusive-education-sabrina

„სამი წლის წინ ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ რეფორმას, რომელმაც დიდი როლი უნდა ითამაშოს, თითოეული ბავშვის დაცვისა და განვითარების, ასევე, საზოგადოების, ჩვენი დემოკრატიის გაჯანსაღების საქმეში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გავწიეთ უდიდესი სამუშაო, მოვამზადეთ სპეციალისტები, შევქმენით კოორდინაციის სისტემა თვითმმართველობებსა და ცენტრალურ ორგანოებს შორის, მოვამზადეთ მართლმსაჯულების სისტემა. რეფორმის იმპლემენტაციას სჭირდება ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ ადგილობრივ დონეზე. უნდა გავითავისოთ, რომ დიდ რეფორმას ვეჭიდებით და თითოეული თქვენთაგანის შრომას, პასუხისმგებლობას და ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ სწორედ სოფო კილაძის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა. კოდექსი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო.

 

მუნიციპალიტეტებისთვის მომზადდა ნორმატიული აქტები.

შემუშავდა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კოორდინაციის ახალი სისტემა.

ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში შეიქმნა ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეულები.

თითოეული თვითმმართველობისთვის გადამზადდა 200-მდე სოციალურ მუშაკი.

გადამზადდა მოსამართლეები, ადვოკატები და იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები.

გადამზადდა სხვადასხვა უწყების 400-ზე მეტი საჯარო მოხელე.

კოდექსის ფარგლებში ამუშავდა ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი – 111.

საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ბავშვის უფლებათა კოდექსის კოორდინაციისა და ზედამხედველობის მექანიზმი – ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.

 

„ვულოცავ საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას და იმედი გვაქვს, ბავშვის უფლებათა კოდექსი საგრძნობლად გააუმჯობესებს ბავშვების ცხოვრებას საქართველოში. კოდექსის განხორციელება მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს და გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ჩვენი დახმარება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას, აღსრულების სხვადასხვა მექანიზმის შექმნას, პროფესიონალთა სპეციალიზაციას და კონკრეტული ინსტრუმენტებისა და სახელმძღვანელო რეგულაციების შემუშავებას ბავშვებთან მუშაობის შესახებ“, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის პროცესში კომიტეტთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული დონორები – გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ევროკავშირი (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES).​

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები