LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

42

ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ივლისის 23:00 საათიდან ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს და გორგასლის ქუჩის გავლით კრწანისის მოედნის მიმართულებით ან ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსისა და გვირაბის გავლით ევროპის მოედნამდე, ევროპის მოედნიდან კი ღვინის აღმართის გავლით ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე ღვინის აღმართზე ავტოტრანსპორტის დგომა-გაჩერება აკრძალული იქნება. მოძრაობა სრულად აღდგება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ.
დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეიდან დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები:

ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრავი N2, N25, N39 და N43 ავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროს სადგური “ავლაბარი” განისაზღვრა.

N46 ავტობუსი მგზავრებს დიღმის მასივიდან ბარათაშვილის ქუჩამდე გადაიყვანს.

N37 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მეტროს სადგურ “ისანს” გორგასლის, გულიასა და ნავთლუღის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.

N122 ავტობუსი სადგურის მოედნიდან მუჯირიშვილის ქუჩაზე მოსახვედრად გაივლის წინამძღვრიშვილის ქუჩას, საიდანაც მოძრაობას განაგრძობს ხეთაგუროვისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით.

დროებით შეიცვლება ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრისკენ მოძრავი მიკროავტობუსების მარშრუტებიც:

ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები გაივლიან გორგასლის ქუჩას, შემდეგ 300 არაგველის ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

N61 და N111 სამარშუტო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსები ბარათაშვილის ხიდიდან სამრეკლოს ქუჩაზე ხეთაგუროვისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით მოხვდებიან, ხოლო,N31 და N50 მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებად ევროპის მოედანი განისაზღვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები