ავსტრალია, ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან საზღვრებს სრულად ხსნის. Reuters-ის ინფორმაციით, მიიღებიან მხოლოდ კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებული მოგზაურები.
Reuters-ის ცნობითვე, ქვეყანაში დღეს 50-ზე მეტი საერთაშორისო რეისი შესრულდება.
შეგახსენებთ, ავსტრალიის საზღვრები, პანდემიის გამო, თითქმის ორი წლის განმავლობაში იყო ჩაკეტილი, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ადგილობრივი ტურიზმის სექტორი.