LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან აშშ-ში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაცია იწყება

85
2020-11-09T190946Z-1435010493-RC2VZJ93THWN-RTRMADP-3-HEALTH-CORONAVIRUS-VACCINES-PFIZER-SCIENTISTS

დღეიდან აშშ-ში ამე­რი­კუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია Pfizer-სა და მისი გერ­მა­ნუ­ლი პარტნი­ო­რის, BioNTech-ის, მიერ შექ­მნი­ლი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქ­ცი­ნით მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია იწყე­ბა.

როგორც ცნობილია, პირველ რიგში ვაქცინით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები აიცრებიან.

ცნობისთვის, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით მოქალაქეების მასობრივი ვაქცინაცია გაერთიანებულ სამეფოში 8 დეკემბერს დაიწყო.

კომ­პა­ნი­ებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ მათ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა 95%-ით ეფექ­ტუ­რია.

პირველად მსოფლიოში: დიდი ბრიტანეთი Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას ამტკიცებს

აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს

დიდმა ბრიტანეთმა Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცება იჩქარა – ენტონი ფაუჩი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები