LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ამინდი გაუმჯობესდება

226
15resized_870x450_origimage_585011

საქართველოში დღეიდან ამინდი გაუმჯობესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის პირველ ნაწილში კვლავ ნალექი შენარჩუნდება, ხოლო დღის მეორე ნაწილიდან ტემპერატურა მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +12, +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 19-20 მარტს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 21 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია იქნება. ჰაერის ტემპერატურა კი +12 გრადუსს მიაღწევს.

22 მარტამდე მთელი საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდები შენარჩუნდება, ხოლო 22 მარტს ზოგიერთ რაიონში ნალექის უნდა ველოდოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები