დღეიდან ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯში, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვა მიიღეს სწავლას განაახლებენ.
განათლების მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირება 70-მა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა. როგორც მან აღნიშნა, კოლეჯები საშემოდგომო მიღებისთვისაც ემზადებიან.
„ისინი სრულად აკმაყოფილებენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც სპეციალურად მომზადდა პროფესიული დაწესებულებებისთვის. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ნამდვილად, ყველა სივრცეა მოწყობილი ამ რეგლამენტის შესაბამისად და კოლეჯები უკვე მზად არიან, რომ გაიხსნან, მიიღონ სტუდენტები და ამის პარალელურად, კოლეჯები ემზადებიან საშემოდგომო მიღებისთვისაც“-განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო