LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღე მესამე: საქართველოს ნაკრებში ახალი მწვრთნელი მოვიდა

38

საქართველოს ნაკრები ოფიციალური მატჩებისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება. ეროვნულ გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატების საფეხბურთო ლიგაში მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი უკვე შეუერთდა. ფეხბურთელი სავარჯიშო პროცესში სრული დატვირთვით ჩაერთო.

ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ნიკა კაჭარავა ვირუსის გამო, უახლოეს ორ ოფიციალურ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიასთან სამატჩო განაცხადში ჯაბა კანკავა დისკვალიფიკაციის გამო არ იქნება.

საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 1 სექტემბერს დინამო არენაზე ჩაატარებს.

 

1 სექტემბერი – დინამო არენა

17:30 – ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:00 – ირლანდიის ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დასწრება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის)

19:00 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:30 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დასწრება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის)

 

 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბს გამოცდილი სპეციალისტი შეუერთდა. ვლადიმირ ვაისის ასისტენტის პოსტს სლოვაკი ბორის კიტკა დაიკავებს. 47 წლის სპეციალისტი 2007-2008 წლის სეზონში სლოვაკეთის “სლოვანის” მთავარი მწვრთნელი იყო. 2009-2010 წლებში სლოვაკეთის 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, 2012-2015 წლებში კი სლოვაკი სპეციალისტი საფეხბურთო კლუბ “ქაირათში”, ვლადიმერ ვაისის ასისტენტად მუშაობდა.

პოზიციით მცველი ბორის კიტკა საფეხბურთო კარიერის დროს “სლოვანის”, “სპარტაკ ტრნავას”, “ინტერ ბრატისლავას”, “ბანიკის” და ავსტრიული “რიდის” ფეხბურთელი იყო.

ბორის კიტკა უკვე საქართველოშია და ეროვნული ნაკრების უახლოესი ორი ოფიციალური მატჩის მზადების პროცესშია ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები