LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღე მესამე: კაცებიც იგებენ და ქალებიც

51

ბათუმში მიმდინარე რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე დღეს მესამე ტურის პარტიები გაიმართა.

ვაჟთა პირველმა გუნდმა მონღოლეთის ნაკრებს 3:1 მოუგო. პირველ და მეორე დაფაზე ჯობავამ და ჩეპარინოვმა იმარჯვეს, ფანცულაიმ და ჯოჯუამ კი ქულები გაიყვეს. საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა მეორე გუნდი დღეს რუსეთის ნაკრებთან 1,5:2,5 დამარცხდა. პაიჭაძემ, სანიკიძემ და ყუფარაძემ პარტიებში ყაიმი დააფიქსირეს, ხოლო ბერაძემ შეხვედრა დათმო. რაც შეეხება მესამე გუნდის წევრებს – მათ მესამე ტურში ნიკარაგუის გუნდის წევრთან 3,5:0,5 იმარჯვეს. თუთისანმა, ობოლაძემ და სიბაშვილმა მოიგეს, პეტრიაშვილმა კი მეტოქესთან ყაიმი გააფორმა.

სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულა 19 ნაკრების ანგარიშზეა, ლიდერი საფრანგეთია, საქართველოს პირველი გუნდი ხუთი ქულით 25-ე, მეორე ნაკრები ოთხი ქულით 42-ე, ხოლო მესამე ნაკრები ასევე ოთხი ქულით მეორმოცე ადგილზეა.

მეოთხე ტურში, საქართველოს ვაჟთა პირველი გუნდი ლიტვის, მეორე ავსტრალიის, ხოლო მესამე მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

რაც შეეხება გოგონებს. საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები საფრანგეთის გუნდს დაუპირისპირდა და 2,5:1,5 მოიგო. პარტიები ყაიმით ძაგნიძემ, ხოტენაშვილმა და არაბიძემ დაასრულეს, ბაციაშვილმა კი მეორე დაფაზე გამარჯვება მოიპოვა. მეორე ნაკრების წევრებმა ესპანეთის გუნდთან ყაიმი გააფორმეს. მელიამ პირველ დაფაზე მოიგო, ჭარხალაშვილმა და ხუხაშვილმა მეტოქეებთან ქულა გაიყვეს, ხოლო გვეტაძემ მესამე დაფაზე დათმო შეხვედრა. საქართველოს მესამე გუნდმა კი ბრაზილიასთან მხილოდ ნახევარი ქულა დათმო. ხომერიკმა და ესაძემ მოგებები, ხოლო ქორიძემ და ლომაიამ მეტოქეებთან ყაიმი დააფიქსირეს.

სამი ტურის შემდეგ ქალთა სატურნირო ცხრილს ექვსი ქულით ჩინეთის ნაკრები ლიდერობს, საქართველოს პირველი გუნდი ექვსი ქულით მეოთხე, მეორე ნაკრები ხუთი ქულით 13-ე, მესამე გუნდი კი ხუთი ქულით 19-ე ადგილზეა.

მეოთხე ტურში საქართველოს პირველი ნაკრები ვიეტნამის, მეორე გუნდი უნგრეთის, ხოლო მესამე ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები