LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღე მანქანის გარეშე“- თბილისი მსოფლიო აქციას უერთდება

74

22 სექტემბერს მსოფლიოში „დღე მანქანის გარეშე“ აღინიშნება. წელს ევროკომისიის ეგიდით გამართულ მობილობის კვირეულში მონაწილეობას მსოფლიოს 36 ქვეყნის 1146 ქალაქი მიიღებს. თბილისი ამ დღეს წელს უკვე მესამედ შეუერთდება.

22 სექტემბერს გამართული აქტივობების მიზანია, წაახალისოს ქალაქში ფეხით სიარული, ველოსიპედითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ასევე მოუწოდოს ყველა კომპანიას, მაქსიმალურად ჩაერთონ მსგავსი შინაარსის სოციალურ აქტივობებში.

ამ დღის აღნიშვნის ინიციატორი ორგანიზაცია „გული თბილისელებისთვის“ აცხადებს, რომ წლიდან წლამდე, მოძრაობაში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება.

„დროთა განმავლობაში „დღე მანქანის გარეშე“ მოძრაობად იქცა. 2015 წელს, როდესაც ჩვენ ამ დღის თბილისში აღნიშვნის ინიციატორები გავხდით, აქციაში სულ რამდენიმე ორგანიზაცია მონაწილეობდა, წელს კი უფრო მასშტაბურად ვაპირებთ 22 სექტემბრის აღნიშვნას. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად გაცილებით მეტი თბილისელი შემოგვიერთდება, სახელმწიფო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციები კი გამოიჩენენ მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ ერთი დღით ქალაქის განტვირთვასა და გარემოს გაჯანსაღებაში“, – განაცხადა „გული თბილისისათვის“ თანადამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები