LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღე არ გავა, მე და უილიამმა არ გავიხსენოთ, არ ვინანოთ, არ ვიფიქროთ მასზე“ – პრინცი ჰარი დედაზე

197
williamdiananews

პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან ზუსტად 23 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ტელეარხმა ITV და კომპანიამ  HBOდოკუმენტური ფილმი წარადგინეს, რომელიც ეკრანებზე 2017 წელს უნდა გამოსულიყო.

დოკუმენტურ ფილმში საკუთარ ემოციებზე პრინცი უილიამი და ჰარი საუბრობენ. ჰარიმ დედასთან ბოლო სატელეფონო საუბრი გაიხსენა. აღმოჩნდა, რომ ბოლოს ძმებმა  დედასთან, ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენინე საათით ადრე ისაუბრეს. მაშინ ჰარი 12 წლის იყო და დედამ მას ბალმორალის რეზიდენციაში დაურეკა. ჰარი იხსენებს, რომ ცხოვრებაში პირველად 1997 წელს, დედის დაკრძალვაზე იტირა: „დღე არ გავა, მე და უილიმმა არ გავიხსენოთ, არ ვინანოთ, არ ვიფიქროთ მასზე“  – ამბობს პრინცი ჰარი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები