LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დგას თუ არა გახარიას უკან ივანიშვილი – რას ამბობს „ოცნებიდან“ წასული ხოჯევანიშვილი

123
gaxaria bizina

დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

„რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა, რომელმაც დღეს ხუთ კოლეგასთან ერთად „ქართული ოცნება“ დატოვა და ამბობს, გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის შექმნაზე მუშაობს.

​ამასთან, შეკითხვაზე, იქნება თუ არა გახარია თბილისის მერობის კანდიდატი, დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ამაზე საუბარი ადრეა, პროცესებს მივყვეთ“.

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას.

“დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ” – 6 დეპუტატი, რომლებმაც “ოცნება” დატოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები