Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დევნილებს საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილებს საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ

67

კიდევ 347 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დევნილებს ბინები გადაცემათ თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, სენაკში, აბაშაში, მარნეულში, ხობში, წყალტუბოში და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. პრემიერი ფიქრობს, რომ თბილისის ზღვაზე, “ოლიმპიურ სოფელში” დევნილებისთვის ბინების გადაცემა ახალ წლამდე მოესწრება.

“ოლიმპიურ სოფელთან” დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ პრემიერის ჩარევის შემდეგ პროგრამას კიდევ ერთი კორპუსი დაემატა.  “330 ბინა არის გამზადებული და ახალ წლამდე ჩასახლდებიან. კიდევ 300 ბინა უკვე ეტაპობრივად თებერვალსა და ივნისში გადმოგვეცემა”, – განაცხადა სუბარმა.

როგორც სუბარმა განმარტა, მთლიანობაში, თბილისში წელს და გაისად დევნილებს სულ 1100 ბინა გადაეცემათ. “ეს არის როგორც “ჰუალინგისგან” გამოსყიდული 630 ბინა, ისე ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდული ბინები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები