LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილების შემწეობები იზრდება

166

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომელიც დევნილთა შემწეობის 45-დან 60 ლარამდე გაზრდას შეეხებოდა, ხმათა უმრავლესობით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

როგორც კანონპროექტის ინიციატორმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, პოლიტიკური კინკლაობა უნდა დასრულდეს და დევნილების მძიმე პრობლემები უნდა გადაიჭრას, რადგან ეს „ადამიანების ღირსების საკითხია“.

ინიციატივის მიხედვით, ასევე, საარსებო შემწეობის მიღების შემთხვევაში დევნილის შემწეობის მიღება აღარ შეჩერდება. დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა აღარ გამოიწვევს შემწეობის გაუქმებას. გარდა ამისა, ყოველთვიური შემოსავლის ზღვარი, რომელიც მიღების შემთხვევაში დევნილს შემწეობა ეხსნებოდა, 1250-დან 1500 ლარამდე აიწევს.

დევნილის სტატუსი კი მიენიჭება არამხოლოდ იძულებით გადადგილებულ პირებს, არამედ მათ არაოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ შთამომავლებსაც.

ევროპული საქართველოს განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის პაკეტი 2018 წლის ბიუჯეტში, საერთო ჯამში 75 მლნ ლარის მობილიზებას იოთვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები