ჩვენგან მიღებულია წერილობითი და ზეპირი დასტური, რომ 1 წლის განმავლობაში, ყველაზე გვიან დევნილები მიიღებენ საცხოვრებელ ფართებს, ხოლო მანამდე მათი ნების გათვალისწინებით, ქირით იქნებიან უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ დევნილთა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გურამიშვილმა დევნილებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, დევნილები ისედაც მიიღებდნენ ფართებს და განსახლდებოდნენ, ყოველგვარი გარეშე ფაქტორების გარეშეც.
გურამიშვილის თქმით, დევნილთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბინებით დაკმაყოფილების საკითხზე სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში.