LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნა, რომელიც წელიწადზე მეტია, ბურჭულაძის და ფონდის მიმართ მიმდინარეობს, უსაფუძვლო და დაკვეთილია – ადვოკატი

209

დევნა, რომელიც 1 წელზე მეტია, ბურჭულაძის და ფონდის მიმართ მიმდინარეობს, უსაფუძვლო, მიკერძოებული და დაკვეთილია – ამის შესახებ ფონდი “იავნანას” დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე ფონის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, გამოძიებას სრულყოფილად გაეცა პასუხები იქიდან გამომდინარე, რომ ბურჭულაძე რამდენჯერმე დაიკითხა.

“საოცარი ის არის, რომ იმის საფუძველზე, რის გამოც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, შეკითხვები არ დასმულა. კითხვები იყო მხოლოდ თანხების მითვისების მხრივ. საკითხი ეხებოდა მგზავრობის ხარჯებს, მაგრამ პაატამ აღნიშნა ეს და გვინდა, შევახსენოთ პროკურატურას, თანხა, რომელიც გაიხარჯა, საქველმოქმედო ღონისძიებებიდან გამომდინარე იყო. იმ კონცერტებიდან გამომდინარე, რომელთაც ორგანიზება სჭირდებოდა,” – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის განცხადება არის დაუსაბუთებელი და მიკერძოებული. ბარათაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტში ყოველი გახარჯული თეთრის შესახებაა ინფორმაცია.

“თქვენ უბრალოდ წარმოდგენა უნდა გქონდეთ იმ ღონისძიებების მასშტაბებზე, რომელიც ეწყობოდა ფონდი “იავნანას” სახელით. პაატა ბურჭულაძის მეუღლე ფონდში ნამდვილად მუშაობდა. ის ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა კონცერტის ჩატარებას. მისი ხელფასის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებშია ასახული,” – განაცხადა ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები