LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევისის თასზე საქართველო ზიმბაბვეს ხვდება: წილისყრა შედგა

27

15-17 ივლისს “მზიურის” კორტებზე გაიმართება დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის მატჩები, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საქართველოს და ზიმბაბვეს ეროვნული ნაკრებები. 4-6 მარტს თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში დანიის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც გამარჯვება სტუმრებს დარჩათ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

დღღეს, სამინისტროში გამართულ წილისყრაზე მეტოქეთა ზუსტი განრიგი გაირკვა. სულ 5 შეხვედრაა დაგეგმილი და თამაში სამ მოგებამდე გრძელდება. კენჭისყრის თანახმად, პირველ შეხვედრას 15 ივნისს, 13:00 საათზე მეორე ჩოგანი გიორგი ცივაძე ჩაატარებს, მისი მეტოქე სტუმართა ლიდერი ბენჟამინ ლოკი იქნება.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დევისის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე დასწრება უფასოა, ცივაძე-ლოკის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 13:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გადასცემს.

საქართველოს ნაკრები
ნიკოლოზ ბასილაშვილი
გიორგი ცივაძე
გიორგი ჯავახიშვილი
ნოდარ ითონიშვილი
გუნდის კაპიტანი: დავით კვერნაძე

ზიმბაბვეს ნაკრები
ბენჟამინ ლოკი
კორტნი ჯონ ლოკი
მარკ ფინი
მეჰლული დონ აიანდა სიბანდა

გუნდის კაპიტანი: მარტინ დზუვა

შეხვედრების განრიგი
15 ივლისი – ერთეულები
გიორგი ცივაძე – ბენჟამინ ლოკი
ნიკოლოზ ბასილაშვილი – მარკ ფინი

16 ივლისი – წყვილები
ნიკოლოზ ბასილაშვილი – ბენჟამინ ლოკი
ნოდარ ითონიშვილი – კორტნი ჯონ ლოკი

17 ივლისი – ერთეულები
ნიკოლოზ ბასილაშვილი – ბენჟამინ ლოკი
გიორგი ცივაძე – მარკ ფინი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები