Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დევიდ ო’სალივანი: საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება და არ ახორციელებს, თუმცა საქართველო ძალიან სერიოზულად უდგება თავის ვალდებულებას არ დაუშვას, მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ო’სალივანი: საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება და არ ახორციელებს, თუმცა საქართველო ძალიან სერიოზულად უდგება თავის ვალდებულებას არ დაუშვას, მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული

126
fot (3)

საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენი სანქციებს არ ახორციელებს, მაგრამ საქართველო საშუალებას არ იძლევა მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული, – ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“გამიხარდებოდა იმის თქმა რომ შემეძლოს, რომ სადმე სანქციებისთვის გვერდის ავლის ერთი შემთხვევაც არ არსებობს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ზომები, რომლებიც აქ [საქართველოში] იქნა მიღებული, ძალიან მყარი გარანტიაა იმის, რომ [სანქციებისთვის] გვერდის ავლა არ მოხდება…

იმ მიზეზების გამო, რომლებიც უკვე ვახსენე, საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენი სანქციებს არ ახორციელებს. თუმცა ბოლო ორ დღეში რაც ვნახეთ არის ის, რომ საქართველო ძალიან სერიოზულად უდგება თავის ვალდებულებას არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული, იქნება ეს საქონლით ვაჭრობა, კონკრეტულად კი 38 საბრძოლო საქონელი თუ ფინანსური სერვისები,” – განაცხადა ო’სალივანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები