LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ კრამერი ოძისში ვიზიტზე – ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ჩვენი დელეგაციისთვის ვიზიტი აქ დაგვეწყო, როგორც შეხსენება იმისა, თუ რასთან ცხოვრობთ ყოველდღე

49
krameri

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), მაკკეინის ინსტიტუტისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის სახელით, მიგვაჩნია, რომ ეს ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც შეხსენება იმისა, თუ რა განიცადა საქართველომ 2008 წლიდან დღემდე და ეს გვაძლევს გაკვეთილებს, საიდანაც უნდა ვისწავლოთ, – ამის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან განაცხადა.

„ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი დელეგაციისთვის ჩვენი ვიზიტი აქ დაგვეწყო, როგორც შეხსენება იმისა, თუ რასთან ცხოვრობთ ყოველდღე. ასე რომ, ეს არის ჩვენი მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოსადმი, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ერთ დღეს საქართველო კვლავ გაერთიანდეს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – დასძინა კრამერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები