LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ კომამ ახალი კოლექცია ქართულ მოტივებზე შექმნა

393

ცნობილი ქართული წარმოშობის დიზაინერი, რომლის მიერ შექმნილი სამოსი ცნობილ უცხოელ ვარსკვლავებს, მათ შორის ბიონსეს, ემილი ბლანტს, ჯენიფერ ლოპესს აცვიათ, ხშირად ხვდება პრესის ყურადღების ცენტრში.

ამჯერად მან ლონდონის მოდის კვირეულზე წარმოადგინა შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რისთვისაც რუსულმა პრესამ მოდის სამყაროს ქართველი ვუნდერკინდი უწოდა.

კომამ ახალ კოლექციაში ქართული მოტივები შეიტანა, მის სამოსში ადვილი ამოსაცნობია ნაბდის სილუეტი და ზოგადად, ქართული შტრიხები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბადებული დიზაინერები მსოფლიო მოდაში საინტერესო სიახლეებს ნერგავენ. დევიდ კომასთან ერთად პირველი, ვინც ამ მხრივ გაგახსენდებათ, დემნა გვასალიაა, რომელიც მოდის დღევანდელ ტენდენციებზე დიდ გავლენას ახდენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები