LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბოუი გარდაიცვალა

98

დევიდ ბოუი 69 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა, ინფორმაცია ბრიტანელი მუსიკოსის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. ბოუი მძიმე დაავადებას წელიწადნახევრის განმავლობაში ებრძოდა.

მუსიკოსის ოჯახის წევრებმა ოფიციალური განცხადება სოციალური ქსელით უკვე გააკეთეს.

„დევიდ ბოუი დღეს ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა. სიმსივნეს ის 18 თვის განმავლობაში ებრძოდა.  ძალიან გთხოვთ, ამ მძიმე დროს ნუ დაარღვევთ ოჯახის უფლებას პირადი ცხოვრების შესახებ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლე მუსიკოსის თაყვანისმცემლებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან ბოუი ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა, მისი კარიერა კი მორიგ სიმაღლეზე ადიოდა. ახალი და სამწუხაროდ, ბოლო ალბომი Blackstar 3 დღის წინ გამოვიდა გაყიდვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები