დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უკვე 25 წელია ქორწინებაში იმყოფებიან. წყვილს ოთხი შვილი ჰაყვს. მათი ოჯახი კი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახად არის აღიარებული.
SiriusXM-ის შოუში ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სწორედ მეუღლეზე, მასთან ქორწინებასა და მათ შორის განსაკუთრებულ კავშირზე ისაუბრა. 48 წლის დევიდი აცხადებს, რომ მას საოცრად ხიბლავს ძლიერი ქალები და სწორედ ეს თვისება იპოვა მან ვიქტორიაში.
„მე ის რეალურად შემიყვარდა, თავიდან კი უბრალოდ ძალიან მომწონდა, არ ვიცოდი, როგორი ადამიანი იყო ის და ვისთან მომიწევდა მთელი ცხოვრების გატარება. ვერ ვიგებდი, რაოდენ ძლიერი ქალი იყო და მოგვიანებით სწორედ ამან მომხიბლა ყველაზე მეტად. მომწონს, როგორ ზრუნავს ის ჩემზე, მომწონს, რომ ის ბევრს მუშაობს და თან შესანიშნავი დედაა“, – აცხადებს დევიდი.