Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დევიდ ბექჰემმა ერთი დღით 71.5 მილიონიანი ინსტაგრამი ხარკოველ ექიმს დაუთმო: მსოფლიომ უნდა ნახოს რა ხდება უკრაინაში – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემმა ერთი დღით 71.5 მილიონიანი ინსტაგრამი ხარკოველ ექიმს დაუთმო: მსოფლიომ უნდა ნახოს რა ხდება უკრაინაში

38
Capture

დევიდ ბექჰემმა ერთი დღით ინსტაგრამი ხარკოველ ექიმ ირინა კონდრატოვას მისცა, რათა მას მსოფლიოსთვის ეჩვენებინა რა პირობებში უწევს პერინატალურ ცენტრს მუშაობა ამ უმძიმეს დროში.

„ნახეთ და გაიგეთ უფრო მეტი იმ არაჩვეულებრივ მუშაობაზე, რომელსაც ირინა და სხვა ექიმები სიცოცხლის გადასარჩენად წევენ“, – დაწერა ბექჰემმა.

ირინა სთორიში მოყვა, რომ ის არა მარტო ხელმძღვანელობს პერინატალურ ცენტრს, არამედ 24/7-ზე ანესთეზიოლოგადაც მუშაობს.

„ტვირთს ვზიდავ, ლოჯისტიკითაც ვარ დაკავებული და როცა საჭიროა ემოციურ დახმარებასაც ვუწევ“, – თქვა ირინამ.

იუნისეფი, რომელსაც ბექჰემი მხარს უჭერს, დონორების სახსრებით ყიდულობს და პერინატალურ ცენტრს აძლევს ახალშობილებისთვის ჟანგბადის გენერატორებს.

ბავშვები პირდაპირ სარდაფებში იბადებიან, სადაც სასიცოცხლოდ საჭირო საგნები მოაწყვეს.

„სამწუხაროდ, არ შეგვიძლია სარდაფებში გადავიყვანოთ ბავშვები, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან. საქმე ისაა, რომ მათ მუდმივად სჭირდებათ განსაკუთრებული მოწყობილობები“, – აღნიშნავს ირინა.

დევიდ ბექჰემი დიდი ხანია ქველმოქმედებითაა დაკავებული, ხოლო იუნისეფის ელჩი ჯერ კიდევ 2005 წელს გახდა.

10 წლის თავზე, 2015-ში ბექჰემმა საკუთარი, „ფონდი 7“ შექმნა.

მისი მიზანია მთელ მსოფლიოში ბავშვების დახმარება, განსაკუთრებით გოგონების, რომელთაც ეხმარებიან დაცინვის, ძალადობის, ადრეული ქორწინების, განათლების უქონლობის ბარიერების დაძლევაში. ბექჰემს არაერთხელ შეუგროვებია სახსრები გადაუდებელი, ხშირად კრიტიკული საჭიროებებისთვის, რომლებსაც პლანეტის სხვადასხვა მხარეში აწყდებიან ბავშვები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები