ნიუ-იორკში მოდის კვირეული მიმდინარეობს, სადაც ვიქტორია ბექჰემის ახალი კოლექციის პრეზენტაცია გაიმართა. ვიქტორიას საგულშემატკივროდ მისი მეუღლე, დევიდ ბექჰემი და უფროსი ვაჟიშვილი ბრუკლინი მივიდნენ.
მამა-შვილი პირველ რიგში ისხდნენ და სიამაყით უყურებდნენ დიზაინერის შემოქმედებას. მოგვიანებით, ბრუკლინმა „ინსტაგრამზე“ ჩვენებიდან ვიდეო გააზიარა და დაწერა, რომ ძალიან ამაყია.
ვიქტორიამ კი ვაჟიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მადლიერება გამოხატა, რომ ის მის ჩვენებას დაესწრო.
A post shared by bb (@brooklynbeckham) on