LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევი ონიანმა უცხო ენაშიც მაქსიმალური ქულა მიიღო

109

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.  mshoblebi.ge დაინტერესდა თუ ვინ გახდა უმაღლესი ქულის მფლობელი. აღმოჩნდა, რომ დევი ონიონმა,რომელმაც ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულა მიიღო, ინგლისურიც უმაღლესი შედეგით ჩააბარა. მან მაქსიმალური 90 ქულა მიიღო.

როგორც დევის დედამ,ლალი ბუხრაშვილმა განაცხადა, მისი შვილს არ უვლია კერძო მასწავლებლებთან.

“პირველივე კლასიდან ბეჯითი მოსწავლე იყო, თავისით მეცადინეობდა, არ სჭირდებოდა მითითებები და “იმეცადინეს” შეხსენება,”- ამბობს ლალი ბუხრაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შედეგების გაგება აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. ამისათვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი (საგამოცდო ბარათის ნომერი) უნდა გაგზავნონ ნომერზე 93 333. რისი საფასურიც 50 თეთრია.

წელს ეროვნულ გამოცდებზე 38 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები