Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დეველოპერულ კომპანიებს მშენებლობის ხარჯი გაეზარდათ – გასაყიდი უძრავი ქონების ფასები იზრდება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეველოპერულ კომპანიებს მშენებლობის ხარჯი გაეზარდათ – გასაყიდი უძრავი ქონების ფასები იზრდება

140
riyee

„სამშენებლო სექტორში არსებული მდგომარეობა არის შემდეგი – თვითღირებულება იზრდება, ეს ეხება როგორც არმატურას, ისე ბეტონს, ასევე ყველა შემადგენელ კომპონენტს, რომელიც მშენებლობას სჭირდება“, – ამის შესახებ BMG- ისთან კომპანია „არქის“ გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.

შიო ხეცურიანის განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, დეველოპერულ კომპანიებს მშენებლობის ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზარდათ. სამშენებლო მასალების გაძვირება კი არის მთავარი მიზეზი, რის გამოც, ამ ეტაპზე კვ/მ ფართის გასაყიდი ფასი 10-12%-ის ფარგლებშია გაზრდილი.

„არმატურის ფასი ომის დაწყებიდან 20%-ით გაიზარდა, 10-15%-ით – ბეტონის, 20%-ით მუშახელის და სხვა შემადგენელი კომპონენტების. საკმაოდ გაძვირდა და გართულდა ლოგისტიკაც, ამანაც გამოიწვია თვითღირებულების ზრდა. ეს ყველაფერი ბუნებრივად იწვევს ბაზარზე გასაყიდი უძრავი ქონების ფასის ზრდას”, – აღნიშნა BMG-ისთან საუბრისას შიო ხეცურიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები