LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეტროიტში ახალი „გელიკის“ პრემიერა შედგა

285

ახალი თაობის „გელიკი“ დეტროიტის ავტოსალონზე გამოჩნდა. ყველგანმავალის ევროპული გაყიდვები ამ ზაფხულს აიღებს სტარტს.

ახალმა Mercedes-Benz G-Class-მა წინამორბედის გარეგნული მხარე შეინარჩუნა. ამასთან მოდელი უფრო დიდი გახდა. სიგრძე 53 მმ-ით გაიზარდა და 4 715 მმ გახდა, სიგანე კი 1 881-მილიმეტრამდე აღწევს. ამავდროულად, ავტომობილის წონა 170 კილოგრამით შემცირდა, ძარა ფოლადისგან არის, ხოლო კაპოტი, ფრთები და კარები – ალუმინისგან. ყველგანმავალი ახალ ჩარჩოზეა აგებული.

ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთი ტიპის ძრავია დაანონსებული – ბიტურბო V8 4.0 ლიტრის მოცულობით, რომელიც 422 ცხენის ძალას ავითარებს. გათვალისწინებულია ელექტროობის მართვის რამდენიმე რეჟიმი, რომლებიც დაკიდების ინსტრუმენეტბს, საჭის მართვასა და სიმძლავრეს ცვლის: Comfort, Sport, Eco, Individual ან G-Mode.

სალონში უფრო მეტი სივრცეა, ის ბოლო თაობების E-Class-სა და S-Class-ის სტილშია გაფორმებული.

მყიდველს სალონის რამდენიმე გაფორმებას სთავაზობენ. აღჭურვილობათა სიაში ასევე შედის: სმარტფონის უსადენო დამტენი, სახურავის ლუქი ელექტრორეგულირებადი სავარძლები გათბობით, მეხსიერებითა და მასაჟის ფუნქციით.

Mercedes-Benz G-Class-ის ფაყიდვები ზაფხულში დაიწყება. გერმანიაში ყველგანმავალის ფასი 107 040 ევროა.

Mercedes-Benz-მა ახალი „გელიკი“  პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრეც გამოაჩინა.

ფოტოზე ავტომობილი უდაბნოში იყო გადაღებული მხოლოდ ძარის სილუეტი და წინა ნაწილი ჩანდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები