ტრადიციის მიხედვით, ახალი საავტომობილო წელი ჩრდილოეთ ამერიკულ ავტოშოუზე, დეტროიტში გაიხსნა. არ არის გამორიცხული რომ წლევანდელი ავტოშოუ ბოლო იყოს, რომელიც მსგავს სტილში ჩატარდება, რადგან საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტები უპირატესობას ლას-ვეგასის ავტოშოუს ანიჭებენ. თუმცა, არსებობს იმის შანსიც, რომ ამერიკის მთავარი ავტოშოუები გაერთიანდნენ და ავტომოყვარულებს ერთი დიდი სალონი შესთავაზონ.
რაც შეეხება დეტროიტს, ძრავების ქალაქში წაროდგენილი მოდელების უმრავლესობა ამერიკის ბაზრისთვისაა გათვლილი, თუმცა არიან ისეთი ავტომობილებიც რომლებიც უფრო მეტად ევროპელებზე იქნებიან მორგებულნი.