LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ავარიაში მოყვა

215

უმრავლესობის დეპუტატს, ზვიად კვაჭანტირაძეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. ავარია ზესტაფონში იმ დროს მოხდა, როდესაც “ქართული ოცნების” წევრი ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, დეპუტატის ავტომობილს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები