LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპუტატებში არის შემოსვლის მზაყოფნა, პროცესი აუცილებლად დაიძვრება: კობახიძე ამბობს, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა ხელფასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა

71
FORTUNA.GE- (2)

“ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანაზღაურებასთან დაკავშირებით განცხადება შემოიტანა. მათ აქვთ შემოსვლის სურვილი და ერთადერთი არის შანტაჟი და ბულგინი, რომლისგანაც, საბოლოო ჯამში, გათავისუფლდებიან.” – “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნული ფაქტი შეაფასა, როგორც ძალიან კარგი და თქვა, რომ დეპუტატების ნაწილში შემოსვლის მზაყოფნაა და პროცესი აუცილებლად დაიძვრება:

“იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევაშიც, ავტომატურად ჩაერიცხათ დეკემბრის თანხა იმიტომ, რომ მათი ანგარიშის მონაცემები პარლამენტის ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა. არიან დეპუტატები, რომლებიც არ იყვნენ წინა მოწვევის დეპუტატები, შესაბამისად, მათი მონაცემები არ ჰქონდა ფინანსურ დეპარტამენტს და ასეთი ზოგიერთი დეპუტატი ახლა მიმართავს საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების მოთხოვნით. გადაამოწმეთ და ნახავთ. ეს ძალიან კარგია და აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზაყოფნა და ეს პროცესი აუცილებლად დაიძვრება. ბულგინი და შანტაჟი დიდხანს ვერ გაგრძელდება.” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

დამატებითი ინფორმაციისთვის “ფორტუნა” პარლამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ფაქტი დაგვიდასტურეს:

“განცხადება შემოიტანა დეპუტატთა ნაწილმა, მათ შორის მეათე მოწვევის დეპუტატებმა, თორემ ძველი დეპუტატები, რომლებიც არიან მეცხრე და მეათე მოწვევის დეპუტატები ერთად, მათი მონაცემები პარლამენტში არსებობს და ჩვეულებრივ, ავტომატურად, ხდება მათთვის ხელფასის დარიცხვა. აქ საუბარია მეათე მოწვევის ახალ დეპუტატებზე.” – ამბობენ პრესსამსახურში.

რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“: ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი ხელფასს გასცემს, რომელსაც დეპუტატები უკან აბრუნებენ

“არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი”: პარლამენტის აპარატი განმარტავს, რატომ ჩაერიცხა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს ხელფასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები