LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპუტატებისთვის მანდატების არგაუქმება არის არაკონტიტუციური, ეს კანონდარღვევაა: ვახტანგ ხმალაძე

109
1544051162-118543 (1)

დაირღვევა თუ არა კონსტიტუცია და კანონი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების არგაუქმების შემთხვევაში – კონტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, ნების გამოხატვა არის უფლება, რომელიც ყველა ადამიანს, მათ შორის პარლამენტის წევრს აქვს.

„ქართული ოცნების დღევანელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმაც უმრავლესობამ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა ოპოზიციონერ დეპუტატებს არის კანონდარღვევა.

პარლამენტის წევრის მიერ ნების გამოვლენა, რომელიც გამოიხატა ამ კონკრეტულ შემთხვევაში (მანდატზე უარის თქმა), არ შეიძლება არ დაკმაყოფილდეს, რადგან ნების გამოხატვის თავისუფლება არის ის ღირებულება და ის უფლება, რომელიც აქვს ყველა ადამიანს, მათ შორის პარლამენტის წევრს. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონტიტუციას.

მისი გამართლება პოლიტიკური მოტივებით ასევე არასწორად მიმაჩნია“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

ჩვენი სამი მოთხოვნა უცვლელია: “რადიკალური ოპოზიცია” „ოცნების“ მიცემულ შანზე უარს ამბობს

მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტს არჩევანი არ აქვს. ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, რომ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებსაც „ქართულმა ოცნებამ“ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა, უფლება აქვთ კონტიტუციური სარჩელით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვონ პარლამენტის ამ გადაწყვეტილების გაუქმება.

„დარწმუნებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს და პარლამენტის წევრებს შეუწყდებათ უფლება-მოსილება“,-განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება – “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

”ქართული ოცნება” კანონმდებლობას არღვევს, ადამიანების პარლამენტში ძალით გაჩერება შეუძლებელია: ირმა ნადირაშვილი