LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპუტატების ნაწილი ზუგდიდის სკოლის საკითხს პოლიტიკური ზრახვებისთვის იყენებს – განათლების სამინისტრო

collage

განათლების სამინისტრო დეპუტატების ნაწილს ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხის პოლიტიკური ზრახვებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

უწყების ცნობით, სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, ანგარიში ჩაებარებინა შესაბამისი კომიტეტისთვის, რისთვისაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი მოსმენაზე ანგარიშის ჩასაბარებლად გამოცხადდა.

„სამწუხაროდ, კვლავ გამოჩნდა, რომ დეპუტატების ნაწილს არ აინტერესებს საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათი მხრიდან კვლავ განმეორდა ზუგდიდის მეექვსე სკოლის საკითხის პოლიტიკური ზრახვებისთვის გამოყენება და ამ ტრაგედიით მანიპულირება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხმაურით წარიმართა პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომა, სადაც ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს განიხილავდნენ. კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, ოპონენტებმა (ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ) სპექტაკლი დადგეს, რის გამოც განხილვა ჭიანურდება და არგუმენტირებული მსჯელობის ნაცვლად ოპოზიციის წარმომადგენლები ხმაურობენ.

დღევანდელ სხდომაზე ასევე ელოდებოდნენ განათლების მინისტრსაც, თუმცა მარიამ ჯაშის თქმით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ დღევანდელ განხლვას მიხეილ ბატიაშვილიც უნდა დასწრებოდა.

სხდომას ასევე ესწრებოდა გარდაცვლილის შვილი, ბაჩანა შენგელია, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ  მომხდარის მიზეზებზე კითხვები განათლების მინისტრს უნდა დაუსვან.

მარიამ ჯაშის თქმით, ის მოითხოვს, რომ შემდეგ სხდომას განათლების მინისტრიც დაესწროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები