LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპუტატები რომლებიც დღეს პროპორციულ სისტემას ხმას არ მისცემენ (ვიდეო)

93
gd

2020 წლისთვის საქართველოს საარჩევნო მოდელი პროპორციულ სისტემაზე უნდა გადასულიყო და ეს პირობა “ქართული ოცნების” მთავრობამ საზოგადოებას 5 თვის წინ მისცა, თუმცა მესამე დღეა საკანონმდებლო ორგანოში საკითხის განხილვა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. დეპუტატების ნაწილი მმართველი პარტიიდან ფიქრობენ, რომ წარდგენილი და ინიცირებული კანონპროექტი ქართულ რეალობაში ვერ გაამართლებს და ამ ეტაპზე საქართველო არ არის მზად მსგავსი ცვლილებისთვის.

ირაკლი შიოლაშვილი: მგონი ვაწყენინე ბატონ ბიძინას

დღეს დილიდან პარტია “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან და კენჭისყრამდე, რამდენიმე საათით ადრე, კიდევ ერთხელ გაივლიან კონსულტაციას პარტიის ლიდერთან. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია რამდენიმე დეპუტატი, რომელიც დღეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები