LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპუტატ კობა ნაყოფიას უკრაინაში შესვლა სამი წლით აეკრძალა

237

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, კობა ნაყოფიას ქვეყანაში შესვლა სამი წლის ვადით აუკრძალა, – ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ უწყებაში განუცხადეს.

15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს საქართველოს პარლამენტის წევრ კობა ნაყოფიას. უსაფრთხოების სამსახურის გამოცემისთვის მიწერილ პასუხში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის 12 ოქტომბერს, იხელმძღვანელა რა უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებიდან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ზომებიდან გამომდინარე, „მიიღო გადაწყვეტილება, სამი წლით აუკრძალოს კობა ნაყოფიას ქვეყანაში შესვლა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები