LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Depeche Mode-ს პიანისტი, ენდი ფლეტჩერი გარდაიცვალა

81
page

ბრიტანული ჯგუფის, Depeche Mode-ს ერთ-ერთი დამაარსებელი და პიანისტი, ენდი ფლეტჩერი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია  ჯგუფმა „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.

„ჩვენ შოკში ვართ, ფლეტჩს ოქროს გული ჰქონდა და როცა ვინმეს მხარდაჭერა, საუბარი, სიცილი ან ცივი ლუდი სჭირდებოდა, მუდამ ჩვენ გვერდში იყო“, – ნათქვამია პოსტში.

ფოტო: Depeche Mode-ის ალბომის Violator  შთაგონებით შექმნილი ტანსაცმლის კოლექცია

ცნობისთვის, ჯგუფს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ის შეყვანილია სიაში: „50 ჯგუფი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები