Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უკრაინიდან რომ დავაკოპიროთ, ოლიგარქის ცნების ქვეშ ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან, ჩვენ მხარეს არავინ, მათ შორის არც ივანიშვილი მოხვდება: კობახიძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უკრაინიდან რომ დავაკოპიროთ, ოლიგარქის ცნების ქვეშ ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან, ჩვენ მხარეს არავინ, მათ შორის არც ივანიშვილი მოხვდება: კობახიძე

363
ing

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი კანონის მიღების შემთხვევაში, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე – ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქის ცნების ქვეშ არ მოხვდება.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

“ერთი ვარიანტია, რომ შეიძლება რაღაც ქართული კანონი დაიწეროს, ან პირდაპირ უკრაინული კანონი დავაკოპიროთ, ან არც მივიღოთ არანაირი კანონი, თუ ამის საჭიროება არ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე დისკუსია არ არის დაწყებული. კანონი რომ დავაკოპიროთ უკრაინიდან, ამ შემთხვევაში, ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, თუმცა, „ქართული ოცნების“ მხარეს არავინ მოხვდება, მათ შორის არ მოხვდება ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ეს არის რეალობა.

თეორიულად შეიძლება ვიმსჯელოთ სამ ვერსიაზე, თუმცა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, უნდა იყოს უფრო ფართო დისკუსია ამ თემაზე”, – თქვა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები