უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილებში, უკრაინელმა სამხედროებმა 10-ზე მეტი წამების ოთახი აღმოაჩინეს.
მისივე თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაზე ხარკოვის რეგიონალური პროკურორიც საუბრობდა.
დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია: ვოლოდიმირ ზელენსკი
„უკვე იპოვეს ათზე მეტი წამების ოთახი ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ ნაწილში – სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში. როცა ოკუპანტები გაიქცნენ, მათ დატოვეს წამების მოწყობილობებიც.
კოზაჩა ლოპანში, როცა ის ოკუპირებული იყო, რუსულმა არმიამ ხალხი სარდაფებში აწამა. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შექმნეს ფსევდო-სამართალდამცავი ორგანო, რომლის სარდაფში შეიქმნა წამების ოთახი, სადაც მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებდნენ“, – აცხადებს ზელენსკი.