LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენის შმიგალი: მთავრობა იმედოვნებს, რომ უახლოეს ორ წელიწადში უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება

167
BeFunky-collage (3)

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ უახლოეს ორ წელიწადში უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება.

„ახლა ჩვენ ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას ვასრულებთ, რაც საშუალებას მოგვცემს გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ინტეგრაციისთვის.

ჩვენ მივდივართ მოლაპარაკებების გზაზე, რომელიც უნდა დამთავრდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით. ჩვენ ველით, რომ ამ გზას ორ წელზე ნაკლებ დროში გავივლით და შემდეგ უკრაინა გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი”, – განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

შმიგალის თქმით, უახლოეს კვირებში ევროკომისიის დიდი დელეგაცია, პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და 10-ზე მეტი ევროკომისარი უკრაინაში მთავრობათაშორისი კონსულტაციების ჩასატარებლად ჩამოვა.

„ეს იქნება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სიგნალი ომში უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ, არამედ იმის დემონსტრირების, რომ ევროკავშირი ღიაა უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესისთვის”, – განაცხადა შმიგალმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რიტორიკა ნატოს ღია კარზე უკრაინისთვის საკმარისი არ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები