უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიში უახლოეს დროში დაიწყება და დაგვეხმარება იმაში, რომ დავიბრუნოთ ყველა უკრაინული ტერიტორია 1991 წლის საზღვრების მიხედვით, – ამის შესახებ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
როგორც შმიგალმა აღნიშნა, აშშ უკრაინას სრულად უჭერს მხარს.
„არაფერი მოახდენს გავლენას ჩვენს გეგმებზე კონტრიერიშთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანი არის გამარჯვება და 1991 წლის საზღვრების მიხედვით ყველა უკრაინული ტერიტორიის გათავისუფლება. დარწმუნებულები ვართ, რომ კონტრიერიში უახლოეს დროში დაიწყება. აშშ სრულად გვიჭერს მხარს“, – განაცხადა შმიგალმა.
„ვაგნერის” ხელმძღვანელი პუტინს მოუწოდებს ომი დასრულებულად გამოაცხადოს