LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიელსონი დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს კონკრეტულ შეთავაზებას წარუდგენს

360
კრისტიან დანიელსონი
ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენლის მედიაცია საქართველოში გრძელდება. კრისტიან დანიელსონი დღეს მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს მოლაპარაკებების მაგიდაზე კონკრეტულ შეთავაზებას დაუდებს.
ევროპელი დიპლომატი უკვე შეხვდა ქართველ პოლიტიკოსებს. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრები ნაყოფიერი იქნება.

მედიაციის ფარგლებში დანიელსონი ქვეყანაში მეორე ვიზიტით ჩამოვიდა, დღეს კი მოლაპარაკებების მეორე დღეა. წინა ჯერზე კრისტიან დანიელსონს საკუთარი რამდენიმე დღიანი ვიზიტის ერთ კვირამდე გახანგრძლივება მოუწია და 12 მარტიდან 18 მარტამდე მან ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა  გამართა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად.