LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენიელ რედკლიფმა Playboy-თვის იპოზიორა

98

Playboy არ არის მხოლოდ შიშველი გოგონების სურათები. სწორედ ეს დაგვიმტკიცა მსახიობმა დენიელ რედკლიფმა, რომელიც გამოცემის გარეკანზე იდუმალ ფოტოსესიაში მოგვევლინა.

ჟურნალისთვის მიცემულ უნტერვიუში რედკლიფმა აღიარა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ის „პოტერიანაში“ მონაწილეობს, მხოლოდ ცოტა ხნის წინ მიხვდა, რომ ეს როლი მას ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება.

„თავიდან დადიხარ ბარებსა და პაბებში და თავი რიგით ადამიანად მოგაქვს, რომელიც ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს. მაგრამ შემდეგ იგებ, რომ ხალხმა იცის, ვინ ხარ და როდესაც გხედავენ, უცებ იღებენ ტელეფონს და სურათს ან ვიდეოს გიღებენ. საბოლოოდ კი აღიარებ, რომ ახალ ცხოვრებას უნდა შეეგუო“, – ამბობს დენიელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები