LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენიელ კრეიგი: “ჩემსავით ჯეიმს ბონდს ვერავინ განასახიერებს”

25

ბრიტანულ Esquire-თან ინტერვიუში 47 წლის მსახიობმა ჯეიმს ბონდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგენტ 007-ის როლი გარდამტეხი არმოჩნდა მის კარიერაში. “არ მინდა უპატივცემულობა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც ჩემამდე თამაშობდა ამ როლს, მაგრამ ჩემი პერსონაჟი აბსოლუტურად განსხვავდება ყველასგან. მსახიობი საკუთარ პერსონაჟში ყოველთვის განსაკუთრებულს ეძებს და თუ მიაგნო, მაშინ ყველაფერი გამოვა. მე არ ვიცი სხვა, ვინც ამ პერსონაჟს ჩემსავით შესრულებდა”. კითხვაზე იმეგობრებდა თუ არა კრეიგი ბონდთან, მსახიობმა უპასუხა: “არ ვიცი, შევძლებ თუ არა მასთან დიდხანს გაძლებას. მხოლოდ ერთი საღამო და ისიც სწრაფად სწრაფად უნდა დასრულდეს. არ ვიცი რა მოხდება ჩვენს შორის ერთად გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ”, – იხუმრა კრეიგმა.

 

3

2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები