LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დენდროლოგიური პარკის შესასვლელი, აქ კორონა არ ვრცელდება?” [ფოტო]

1167
111034732-707172990062221-279918567072084027-o

შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი ვიზიტორებს 15 ივლისიდან მასპინძლობს. პარკში შესვლა ყველა სტუმრისთვის უფასოა.

გახსნის დღესვე პარკს რამდენიმე ათასი ვიზიტორი ესტუმრა.

როგორც ჩანს, დენდროლოგიურ პარკთან დამთვარიელებელთა ნაკადი არ წყდება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, რომ ადგილზე მყოფი საზოგადოება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ წესებს არ იცავს-არ არის დაცული არც სოციალური დისტანცია.

აღნიშნულ ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმის ფონზე, რომ მთავრობა მუსიკალურ ფესტივალებს და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს აჯარიმებს და ჯარიმებიც საკმაოდ სოლიდურია (10 000 ლარი) საზოგადოება აღშფოთებას ვერ მალავს და მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს არასამართლიანს უწოდებს.

“დენდრო პარკის შესასვლელი. მართლა მაინტერესებს, აქ კორონა არ ვრცელდება? ფრენებს არ ვხსნით, ეკონომიკა გავანადგურეთ, ხალხი გავაღარიბეთ, ექიმების სტერეოტიპი დავანგრიეთ, ყარაჯალა ისევ ჩავკეტეთ და აქ ეს ამბავი,”-წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები